ზურაბიშვილის ძმა წულუკიანის წინააღმდეგ - საფრანგეთში ქართველთა სათვისტომო კულტურის მინისტრისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
პრეზიდენტის ძმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ - ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა ლევილის მუზეუმის სივრცის კონცეპციის მონაწილეთა პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნის და მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულება ისე გამოსცა, რომ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომო საქმის კურსში არც კი ჩაუყენებია.
წულუკიანის ამ გადაწყვეტილებას ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პროტესტი მოჰყვა და მინისტრს ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც ხაზგასმით წერია, რომ მუზეუმში ტიერი ბერიშვილის დანიშვნის პროცედურები ძალიან სადავოა.
სათვისტომო წულუკიანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.
"პირველებს" ნოე ჟორდნანიას შვილიშვილი უყვება, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია ამ ახალი ჯგუფის შექმნის შესახებ და არც ისიც იცის, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ლევილის მამულათან დაკავშირებით.
ქრისტინე ფაღავა იმასაც ამბობს, რომ მუზეუმის მთავარ შენობაში წყალი ჩადის, თუმცა მძიმე მდგომარეობის და დაპირებების მიხუედვად, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
ლევილის შესახებ, ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პროტესტი.
ღია წერილი გაგზავნილი ელფოსტის მეშვეობით
ქალბატონო მინისტრო,
მოგეხსენებათ, მე წარმოვადგენ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს, რომელიც დღესაც, დაარსებიდან 102 წლის შემდეგ სათუთად ინახავს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ხსოვნას. როგორც ჩვენი ასოციაციისათვის, ასევე მთელი ქართული საზოგადოსათვის ლევილის შატო, მისი წარსული და მომავალი, განსაკუთრებული ინტერესისა და ღელვის საგანია.
6 წელზე მეტია, რაც ჩვენი სათვისტომო ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედის და მის სხდომებში იღებს მონაწილეობას .
ამიტომ, განცვიფრებული ვართ, რომ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვეთ ცნობა, თქვენი სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანებულების ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ადასტურებდა მუზეუმის სივრცის კონცეპციის მონაწილეთა პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნას. ამ ინფორმაციას, რომელიც 3 აპრილს ფეისბუქის გვერდზე იქნა განთავსებული, მმართველ კომიტეტთან არავითარი კონსულტაცია არ უძღოდა წინ! შემდეგ კი, 6 აპრილს ეროვნული მუზეუმის ფეისბუქის ახალმა ბმულმა გვაცნობა ლევილის მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ.
გთავაზობთ საგნებს რომლებიც იწვევს ჩვენს აღშფოთებას და განსაკუთრებულ წუხილს :
1. სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოველგვარი ინფორმაციისა და მმართველ კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე.
2. ამ მომავალი სააზროვნო ჯგუფიდან საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ჩამოცილება. ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას და, მასთან ერთად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გამოჩენილი მოღვაწეების მთელ პლეადას ისტორიულ წონას უკარგავს.
3. თქვენს მიერ შექმნილი ახალი ჯგუფის ობიექტის შემოფარგვლა მუზეუმის სივრცის კონცეფციით, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2016 წელს გამოქვეყნებული თავდაპირველი განკარგულებიდან.
4. ტიერი ბერიშვილის დანიშვნა, რომლის არჩევანი და დანიშვნის პროცედურები ძალიან სადავოა.
5. ამ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუმჭვირვალობას ფინანსური გაუმჭვირვალობა უტოლდება, მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ მოვითხოვე, გამოეგზავნათ განხორციელებული ოპერაციებისა და ვალდებულებების ფინანსური ხარჯთ აღვრიცხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომაზე გაკეთებული ეს მოთხოვნა არცერთ ოქმში არ არის შეტანილი.
შორს ვართ რა ქართული „ვილა მედიჩის“ ამბიციისგან, ოდა და სუვენირების გაყიდვა, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რედუქციულ და პროვინციული ხედვას, რაც შორსაა ევროპისკენ მიმავალი თანამედროვე საქართველოს იმ იმიჯისგან, რომლის პოპულარიზაციაც ჩვენ გვინდოდა.
ამ სიტუაციის ნორმალიზების და ჩვენს კითხვებზე პასუხის მოლოდინში გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა".- წერია წერილში.
"ოცნების" ხელისუფლებას ლევილის მამული მმართველობაში 2016 წელს გადაეცა.