BBC-ის სკანდალური გამოძიება - ოპოზიცია "ოცნებას" დანაშაულის მფარველობაში ადანაშაულებს
BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დანაშაულის მფრაველობაში ადანაშაულებს. პოლიტიკურ პარტიებში ეჭვი არ ეპარებათ რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური რომელიც უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაშია მხილებული, ქოლ-ცენტრების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა დანაშაულებრივ სქემას ხელს აფარებდა.
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ თუ პროცესები წინ წავა, დავით კეზერაშვილი მფარველებს დაასახელებს.
მაშინ, როცა ხელისუფლება უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, იცის მათი გადაადგილების, პირადი მიმოწერის, ყველა ტიპის ინფორმაცია, სრულიად გამორიცხულად მიმაჩნია, რომ მათ არ ჰქონდეთ ოპერატიული ინფორმაცია ქალაქში, თბილისში, ან თუნდაც სხვა ქალაქებში არსებული ქლ-ცენტრების შესახებ. ისინი მფარველობდნენ ამ ბიზნესს, იქნებოდა ეს, სავარაუდოდ კეზერაშვილის, სავარაუდოდ გოგაშვილის, სავარაუდოდ სხვადასხვა ბიზნესმენების. კეზერაშვილის მიმართ BBC-ის მიერ მსგავსი ბრალდების გაჟღერება, ხელს შეუწყობს, დასახელდნენ, "ქართული ოცნების" მიერ მფარველი ჩინოვნიკები". - ამბობს კუპრაძე.
"ბიბისი"-ს გამოძიებით დგინდება, რომ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრის ანგარიშზე მოტყუებული პენსიონერი ფულს ჩარიცხავდა, თანხის დანაწევრება ხდებოდა ისე, რომ ფულის კვალი ვეღარავის ეპოვნა. სწორედ, საუკუნის ძარცვის ამ სქემის შემქნელად ასახელებს "ბიბისი" საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.