თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები, სავარაუდოდ, 18 აპრილიდან განახლდება
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები, სავარაუდოდ, 18 აპრილიდან განახლდება. ბილეთების დაჯავშნის სისტემაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ფრენებს, ყოველ დღე, ავიაკოპანია "აირზენა ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს.
სისტემა ბილეთების დაჯავშნის საშუალებასაც იძლევა. ფრენა, 42 ათასი რუბლი ეღირება.
"ერთდროულად ჩემმა ორმა წყარომ მომწერა, რომ მათი ინფორმაციით, ვნუკოვოდან ფრენებს Georgian Airways-ი განახორციელებს, რომლის ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე". -ეს ინფორმაცია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ტელეგრამ არხებზე გამოჩნდა.
"აირზენას" მფლობელი თამაზ გაიაშვილი ჯერ "პირველებს" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. უცნობია ოფიცილური ინფორმაცია, შეთანხმდა თუ არა ორი მხარე ფრენების განახლებაზე.