კეზერაშვილმა დასწრებაზე უნდა იმუშაოს, გახსნას მთელი სქემა, ამას შეიძლება, "ოცნება" გადაყვეს - ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ დავით კეზერაშვილი ალაპარაკდება და ევროპულ დაამერიკულ გამოძებასთან ითანამშრომლებს, ამას შესაძლოა "ქართული ოცნება" გადაყვეს.
ხუხაშვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დასწრებაზე უნდა იმუშაოს და დანაშაულის დიდი სქემის გახსნაში მიიღოს მონაწილეობა.
ყველგან სუს-ის თანამშრომელი უზით და როგორ ვერ გაარკვიეს, რომ ოფისებში ადამიანები ეჯდათ და ასეთი კრიმინალური საქმით იყვნენ დაკავებულები. ეს არის სრული აბსურდი. მან უნდა ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებთან - ევროპულთან და ამერიკულთან. უნდა გახსნას მთელი სქემა. ეს შესაძლოა საპროცესო შეთანხმების საფუძველიც გახდეს, თუ ის უფრო დიდ დანაშაულს გახსნის. დასწრებაზე უნდა იმუშაოს. ამით, არა მხოლოდ დიდი საქმე გაიხსნება, ქართულ საზოგადოებასაც სერიოზულ სამსახურს გაუწევს. ამას შეიძლება "ქართული ოცნება" გადაყვეს". - ამბობს გია ხუხაშვილი.
"ბიბისი"-ს გამოძიებით დგინდება, რომ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრის ანგარიშზე მოტყუებული პენსიონერი ფულს ჩარიცხავდა, თანხის დანაწევრება ხდებოდა ისე, რომ ფულის კვალი ვეღარავის ეპოვნა. სწორედ, საუკუნის ძარცვის ამ სქემის შემქნელად ასახელებს "ბიბისი" საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.