"პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება" - მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ღობეების მონტაჟი დასრულდა

14.04.23 17:49
"პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება" - მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ღობეების მონტაჟი დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის მაღალი ღობეების მონტაჟი დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურის ეზოოში შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. რკინის კონსტრუქციების დასამონტაჟებლად მუშებს კანცელარიასთან შეუსვენებლად ამუშავებდნენ. დაქირავებულ პერსონალს უთხრეს, რომ სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო. შემორაგულ სამთავრობო კვარტალში ახლა სკვერის მოწყობის მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად არის ნაკარნახევი და რეალურად, აქ სარეკრეაციო ზონის მოწყობა შენიღბვაა იმ რკინის ღობისა, რომლის აშენებაც სურს ირაკლი ღარიბაშვილს.

"ეს არის შიში აქციების, სიმართლის და თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობის. ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად ნაკარნახევი. მას არ სურს მისი ფანჯრებიდან ჩანდეს და ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. სამუშაოები შეასრულებინე სკომპანიას, რომელსაც არაფერი ესაქმება ქალაქის გამწვანებაში. ეს არიოს თავდაცვის კომიტეტის "დელტა მშენებელი", რომელიც ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს. ეს იყო სატელეფონო ზარი ღარიბაშვილის ჯუანშერ ბურჭულაძესთან, რომ უნდა შემოღობილიყო აქაურობა. კონსტრუქცია უნდა დაედგათ. დადგეს, ოღონდ უკანონოდ".- ამბობს ბესო დონაძე.