ზურაბიშვილის ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - აარიდა თუ არა პრეზიდენტმა თავი უხერხულ კითხვებს?

14.04.23 20:09
ზურაბიშვილის ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - აარიდა თუ არა პრეზიდენტმა თავი უხერხულ კითხვებს?

საქართველომ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა. რატომ გაუქმდა პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში? - ამ დრომდე ხელისუფლების ორი შტო ურთიერთბრალდებების რეჟიმშია. 

სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტრიბუნაზე, სადაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის პრეზიდენტისთვის გამონაკლისი დაუშვეს. 

პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში დებატებსაც ითვალისწინებდა და უკვე ცნობილია, რომ ევროდეპუტატების შეკითხვები პოლიტმატიმრებსაც შეეხებოდა, რომელთა შეწყალებაზე პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობს.

ვიდრე პრეზიდენტის და მთავრობის ადმინიტრაციები ჩაშლილ ვიზიტს ერთმანეთს აბრალებენ, ბრუსელში  უკვე შეაფასეს ზურაბიშვილის უარი, როგორც ქვეყნის პიარული კატასტროფა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.