აღდგა თუ არა ფრენები მოსკოვთან - რუსულ საიტებზე ბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აღდგა თუ არა მოსკოვთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა? - რუსულ საიტებზე ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. პირველი რეისი 18 აპრილს არის ჩანიშნული. სისტემაში არსებული ინფორმაციით ფრენებს ყოველ დღე ავიაკოპანია "აირზენა ჯორჯიან ერვეისი" შეასრულებს. ბილეთის საშუალო ფასი კი 500 დოლარია. აღნიშნული ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო ვნუკოვოს აეროპორტის ვებ გვერდზეც.
"აირზენას" ხელმძღვანელი 18 აპრილს დაგეგმილ რეისს არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ მზად არის მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლოს. ჩემთვის მოსკოვში ფრენა არავის აუკრძალია - ამბობს თამაზ გაიაშვილი, რომელმაც არაერთხელ ღიად განაცხადა, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა ინტერნეტ სივრცეში დაწყებულია არც ქართულ და არც რუსულ მხარეებს ფრენების აღდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
შედგა თუ არა საბოლოო შეთანხმება თბილისსა და მოსკოვს შორის ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.