"საფლავზეც არ გვიშვებენ" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

15.04.23 11:09
"საფლავზეც არ გვიშვებენ" - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ დვანთან ოკუპანტებმა 
მოძრავი დეტექტორები დაამონტაჟეს და მავთულხლართების ინსტალაცია აღმართეს. გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოსახლოებას წინაპრების საფლავები დარჩათ, ამიტომ ვერც წლევანდელ აღდგომას შეძლებს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი  მიცვალებუელბის ხსნოვნისადმი პატივის მიგებას. სოფელ დვანში დღეს ჟურნალისტებს არ უშვებენ, ამიტომ უცნობია, განახლდა თუ არა ადგილზე დილიდან ოკუპანტების მუშაობა. 

"დედა, მამა, და, ძმა დამეღუპა, ოთხივეს საფლავი იქ მაქვს. რუსეთი რომ აცხადებს ერთმორწმუნე ხალხი ვართო, რანაირი მართლმადიდებლობაა ეს, საფლავზეც რომ არ მიგიშვებს ქრისტიან კაცს". - ამბობს სოფელ დვანის მოსახლეობა.

სუს-ს აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა უწყების პრესსამსახური "პირველებთან" ნაწილობრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოკუპანტეპმა დვანის მიმდებარედ ახალი ინსტალაციები მართლაც აღმართეს.

მათი თქმით აღნიშნულ ფაქტს მწვავედ დააყენებენ ინციდენტების პრევენციებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.