სააკაშვილის სიცოცხლე არა პოლიტიკურ და პირად, არამედ ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტრადიციულ, ყოველდღიურად ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. ზელენსკი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გადარჩენის ერთადერთ გზას ახლა ევროსასამართლოში გაგზავნილ სარჩელში ხედავს. დაპატიმრებული პრეზიდენტი ზელენსკის გზავნილს, დიდი ალბათობით, დღეს საკუთარი დედისგან მოისმენს.
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ და პირად, არამედ ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული, მაშინ ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ევროსასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა". - თქვა ზელენსკიმ.