"თუ მერაბიშვილის თანამოაზრე ან კეზერაშვილის ნათესავი არ ხარ, პარტიაში არ გიშვებენ" - დოლიძე ენმ-ს პასუხობს
ნიკა მელიას ფლანგის წევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ენმ-ს მიერ გუშინ ღამით გავრცელებული განცხადება.
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ წინასწარ შეატყობინეს ხაბეიშვილის ფლანგს ოფისის გახსნის შესახებ და იმის ნაცვლად, რომ გახარებოდათ, საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელეს.
დოლიძის თქმით, იმასაც ამბობს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არცერთ სერიოზულ გადაწყვეტილებაზე სამსჯელოდ აღარ ეძახიან და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ მერაბიშვილის თანამოაზრე ან კეზერაშვილის ნათესავი არ ხარ პარტიაში არ გიშვებენ.
შუაღამეს გავრცელებული გაუგებარი განცხადება არ ვიცი რას ემსახურება. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მალულად რამე არ ყოფილიყო, პარტიასაც შევატყობინეთ ჩცვეულებრივად. რომ იძახიან, ბევრი ოფისი გავხსენითო, ისე გახსნეს, რომ ერთხელ არ უთქვამთ მოდით, შევიკრიბოთო. ისე გავიდა ეს ორი თვე, რომ არცერთ გადაწყვეტილების მიღებაზე ჩემთვის, პირადად, ერთი სიტყვაც არავის უთქვამს. მე მეგონა, რომ პირიქით, გაუხარდებოდათ, რომ ოპოზიცია ამით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება. გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ თუ არ იზიარებ, ან ვანო მერაბიშვილის პოზიციას, ან თუ არ ხარ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავი, მაგ პარტიაში არ გიშვებენ, ისე მოხდა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორეს ვაკეთებ. არ მგონია, რომ ვინც ამ განცხადებას წაიკითხავს, ვინმეს გაუჩნდეს იქ მისვლის სურვილი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი ჩვენი ძალიან ბევრი მეგობარი ძალიან უხერხულში ჩაგდეს ამ წერილის შინაარსით". - ამბობს ბაჩო დოლიძე.
ახალი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას სეპარატიზმის მცდელობაში ადანაშუალებს. ოპოზიციური პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ გაავრცელეს. ამბავი იმის შესახებ, რომ მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სამუშაო სივრცეს იქმნის, ხაბეიშვილის თანამოაზრეებისთვის გაუგონარი აღმოჩნდა. ამიტომ, ყოფილ თავმჯომარეს, მოქმედმა ფაქტობრივად პარტიის დატოვება ურჩია.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა.