BBC-ის გამოძიება ქოლ-ცენტრებზე კეზერაშვილს აძლიერებს - Eurasianet

15.04.23 11:37
BBC-ის გამოძიება ქოლ-ცენტრებზე კეზერაშვილს აძლიერებს - Eurasianet

BBC-ის სკანდალურ გამოძიებას "ევრაზიანეტი" ეხმაურება.

დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაცია, რომელიც ახალ ამბებს სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან აშუქებს, იტყობინება, რომ ინგლისელი ჟურნალისტების გამოძიება ქოლ-ცენტრებზე ჩრდილში მყოფ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს აძლიერებს.

თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ რეპორტაჟი ბევრ სალაპარაკოს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას - "ოცნებას", რომელიც დიდი ხანია კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეებს იძიებს და ოლიგარქად მოიხსენებენ.