საოკუპაციო ხაზთან დილიდან ისევ რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

15.04.23 13:01
საოკუპაციო ხაზთან დილიდან ისევ რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

საოკუპაციო ხაზთან დილიდან ისევ რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. სოფელ დვანთან ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები რიგ-რიგობით მორიგეობენ. 

ქარელის მუნიციპალიტეტში გადაღებულ უახლეს კადრებში კარგად ჩანს სათვალთავლო კამერებისთვის განკუთვნილი ბოძი, მოძრაობის დეტექტორები და საპარკინგე ადგილი სადაზვერვო მანქანისთვის. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ფიქრობს,  რომ დვანთან რუსი ფორმიანები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ჩვენი ჩასვლის შემდეგ 20 წუთში გამოჩნდა რუსების პატრული, ეს სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლები იყვნენ. დაიძრა ბაზიდან კამაზი, ჩვენი ვარაუდით სამუშაოები გაგარძელდება. პოლიტციამ გვითხრა, რომ გავრიდებოდით ადგილს და გამოვედით, რუსი პატრულის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან". - ამბობს დავით ქაცარავა.

დვანის მოსახლეობა კი საოკუპიკაციო ხაზთან არსებული ოკუპანტების სამუშაოების გამო შეშინებულია და სააღდგომოდმ საფლავებზე გასვლასაც ვერ ბედავს.