"გაასწორონ ორიენტირები" - ირაკლი ნადირაძე მელიას ფლანგს
"გაასწორონ ორიენტირები" - ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ნიკა მელაის ფლანგს პასუხობს და ამბობს, რომ ისინი სუს-ის და "ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს
ნადირაძის თქმით, მელისს ფლაგი რასაც აკეთებს, ეს პარტიას არ წაადგება.
პარტიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ვისაც უნდა, რომ პარტიის სახელი პარტიას ებრძოლოს და ამით სუს-ის წისქვილზე და რუსული "ოცნების" წისქვილზე დაასხას წყალი, დიდ ბოდიშს ვიცდით, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ და ეს არავისთვის მისაღები არ და ვერ იქნება. ამიტომ, ან გაასწორონ ორიენტირები ამ ადამიანმა, ან მოგვიწევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ის რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, არ წაადგენა პარტიის გაძლიერებას". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
მელაის ფლანგი ამბობს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არცერთ სერიოზულ გადაწყვეტილებაზე სამსჯელოდ აღარ ეძახიან და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ რომ თუ მერაბიშვილის თანამოაზრე ან კეზერაშვილის ნათესავი არ ხარ პარტიაში არ უშვებენ.
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება პიკს აღწევს. პასუხების პასუხებში ერთ დროს პოლიტიკური ფრონტის ერთ ხაზზე მებრძოლი პოლიტიკოსები დღეს ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. მელიას ახალი ოფისის გახსნა პარტიის ახალი ბორდისთვის თავდასხმების მიზეზი გახდა.