ოფისის გახსნის ინსცენირება მელიამ იმიტომ მოაწყო, რომ პარტიაში შიდა არეულობა გამოეწვია - ბოტკოველი
ლევან ხაბეიშვილის მსგავსად გიორგი ბოტკოველიც, ნიკა მელაის ფაქტობრიავდ პარტიიდან წასვლისკენ მოუწოდებს. "გზა ფართოა" - ამბობს ბოტკოველი.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ოფისის გახსნის ინცსენირება მელიამ იმიტომ მოაწყო, რომ პარტიაში შიდა არეულობა გამოეწვია.
ლევან ხაბეიშვილის გაიმარჯვების შემმდეგ, არავის არავისთვის უთქვამს, რომ ოფისი და პარტია უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა ყუთების ჩალაგება დაიწყო და წავიდა. მელია ეთერებში იჯდა და პირდაპირ ამბობდა, რომ გიორგი ბოტკოველი უნდა გაეგდო, პირველ რიგში პარტიიდან, რომ გაიმარჯვებდა. სწორედ ეს ოფისის გახსნის ინსცენირება იმიტომ აწყობთ, რომ შიდა არეულობა გამოიწვიონ, მაგრამ არასდროს არავის არ გასვლია "ნაციონალურ მოძრაობაში" შიგნით რაღაცა ჯგუფების კეთება. ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" და შიგნით რაღაცა გინდის კეთების საშუალება არ ექნებათ. ვისთვისაც ის ბრძოლა, რომელში ენმ ჩართულია, მიუღებელია, გზა ფართოა ". - ამობს გიორგი ბოტკოველი.
მელიას ფლანგი ამბობს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არცერთ სერიოზულ გადაწყვეტილებაზე სამსჯელოდ აღარ ეძახიან და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ რომ თუ მერაბიშვილის თანამოაზრე ან კეზერაშვილის ნათესავი არ ხარ პარტიაში არ უშვებენ.
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება პიკს აღწევს. პასუხების პასუხებში ერთ დროს პოლიტიკური ფრონტის ერთ ხაზზე მებრძოლი პოლიტიკოსები დღეს ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. მელიას ახალი ოფისის გახსნა პარტიის ახალი ბორდისთვის თავდასხმების მიზეზი გახდა.