საქართველო არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, თითქოს თბილისი მოსკოვს ქედს უხრის - დენ ფრიდი

15.04.23 17:41
საქართველო არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, თითქოს თბილისი მოსკოვს ქედს უხრის - დენ ფრიდი

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და „ამერიკის ხმასთან “ ინტერვიუში ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვების ამოქმედება გაფრთხილებაა და იმედია, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია კურსის შეცვლა.

ზოგადად საქართველოში, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე  შეშფოთება იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულები არიან მთავრობის მიერ არჩეული მიმართულებით. არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება იმის შესახებ, რომ იყო გამოყენებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხდებოდა ინდივიდების შევიწროვება. ბოლო კანონი, რომელიც უკან გაიწვიეს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც რუსულ კანონს იმეორებდა, ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემარტებოდა ავტორიტარული მიმართულებით. ეს შეშფოთება გარკვეული ხნის განმავლობაში იზრდებოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ იყო გარკვეული გაფრთხილებებიც, კონფიდენციალურად მიცემული იმის შესახებ, რომ მათ შეემცირებინათ ტემპი ან შეეცვალათ კურსი იმ მიმართულებით, რომლისკენაც მიდიან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამას ახლა მაინც მიიღებს სერიოზულად." - ამბობს ფრიდი.

დენ ფრიდი საქართველოს რუსეთთან არსებულ ფრთხილ პოლიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, თითქოს თბილისი მოსკოვს ქედს უხრის, რადგან ეს საქართველოს არა თუ უფრო დაცულს, არამედ უფრო მოწყვლადსა და სუსტს ხდის.

რა თქმა უნდა საქართველოს აშფოთებს პუტინის ომის უკრაინის წინააღმდეგ. ცხადია, საქართველოს არ სურს გახდეს რუსეთის მხრიდან იგივე ტიპის თავდასხმის სამიზნე. რა თქმა უნდა, საქართველო მართალია, რომ ეს აწუხებს, მაგრამ იმის დაშვება, რომ აშშ ცდილობს,საქართცველოს ამ ომისკენ უბიძგოს, აბსოლუტური ნონსენსია. ვფიქრობ, რომ ხალხმა საქართველოს მთავრობაში ეს კარგად იცის. მე ის მაოცებს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განცხადება, მიზნად ისახავს მოსკოვის სიამოვნების, მაგრამ რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ ისაა, რომ ისინი ავლენენ სისუსტესა და შიშს, რომელიც უფრო მოწყვლადს ხდის მათ. შესაძლებელია უკეთესი გზის პოვნა იმისთვის, რომ გამოხატონ ეს ფრთხილი პოლიტიკა ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს, როგორც მოსკოვისთვის თავის დახრა". - ამბობს სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი.

ფრიდი ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ მხარეს წაიყვანს მისი გავლენა ქვეყნის მომავალს.

მან უნდა გადაწყვიტოს როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან მრუდე სარკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხს". -ამბობს ფრიდი.