ზელენსკის სანქციები რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს - სიაშია შოიგუს შვილიც
რუსი სპორტსმენები, IT-კომპანიები და საწარმოები უკრაინის პრეზიდენტის სანქციათა სიაში მოხვდნენ. ვოლოდიმი ზელენსკი სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შვილსაც.
სიაში 87 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა.
ზელენსკის მეორე განაკრგულებით, კი შეზღუდვები უწესდება 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, რომელთა შორის არის "Яндекс", "Рамблер", "1С" и "1С-Галактика", "VK company", ასევე რუსული IT-კომპანიები და საწარმოები.
ნახეთ, სანქცირებულთა არასრული სია:
- მოციგურავეები ილია ავერბუხი, ალექსანდრე გალიამოვი;
- ფეხბურთელი იგორ აკინფეევი;
- ჩოგბურთელი ანასტასია გასანოვა, ამინა ანშბა;
- მძლეოსნობის სპორტსმენი იულია გუშჩინა;
- ტანმოვარჯიშე არტურ დალალოიანი;
- ძალოსანი მიხაილ კოკლიაევი;
- მოცურავე ანტონ ჩუპკოვი, ტანმოვარჯიშე ვიქტორია ლისტუნოვას ქალიშვილი;
- რუსეთის ფედერაციის და რუსეთის ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ქსენია შოიგუ;
- მოთხილამურე ვერონიკა სტეპანოვა;
- ჰოკეისტი ალექსანდრე კოჟევნიკოვი;
- ბიატლეტი სვეტლანა იშმურატოვა.
- ასევე, სიაშია უკრაინისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქე.