ოკუპირებული საფლავები - სოფელ დვანთან რუსებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
ოკუპანტები არ ჩერდებიან - საქართველოს ტერიტორიაზე რუსებმა დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ეპიცენტრი სოფელი დვანი იყო, სადაც ახალი ბარიერები აღმართეს, დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები და სპეციალური დეტექტორები.
მთელს პერიმეტრზე მობილიზებული არიან დაზვერვის დანაყოფები. ეს განსაკუთრებული ზომები აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. დე-ფაქტო მთავრობას არ სურს მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს და წინაპართა საფლავები მოინახულოს.
ოკუპირებული საფლავები - ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.