ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ ხელის მოსათბობ საკითხებზე აანონსებს - სარჯველაძე
პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას, რომელიც თაღლითურ ქოლცენტრებთან დაკავშრებით პარლამენტში საგამოძიები კომისიის შექმნას გულისხმობს, "ოცნება" უარს უანონსებს.
მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური მოტივაცია აქვს და საგამძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ ისეთ საკითხებზე აანონსებს, რომელიც მათ დივიდენდებს მოუტანთ.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი კატეგორიულად უარყოფს, რომ "ოცნებას" ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.
არაფრით არ შეიძლება, რომ ასე მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით, მხოლოდ იმ მიდგომით ვირჩევდეთ საკითხებს და ინიციატივებს, რა შეიძლება იყოს ხელის მოსათბობად კარგი ინიციატივა პოლიტიკური დივიდენდების მოსატანად და რა შეიძლება ამ თვალსაზრისით იყოს უსარგებლო. ამას არ შეიძლება ასე უდგებოდნენ დეპუტატები. ალბათ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. კონკრეტული საჭიროება არ იბადება იმის მიხედვით, პოლიტიკურად ვინმეს სურვილი აქვს თუ არა, რომ ამაში ხელები აფათუროს. ამას სრულიად სხვა განზომილებები განსაზღვრავს, სხვა კრიტერიუმებით ფასდება და შესაბამისად, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგამოძიებო კომისია არ არის ალტერნატივა სტანდარტული გამოძიებისა. ეს არის არშემდგარი მითი ოპოზიციისა, რომ თითქოსდა ხელისუფლება აქვს რაღაცა მონაწილეობა და გავლენა აი, ამ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებული, - ამბობს სარჯველაძე.