აგორდება თუ არა ახალი საპროტესტო ტალღა თბილისის ქუჩებში - როგორ აფასებს ოპოზიცია ვაშაძის ინიციატივას

21.04.23 17:30
აგორდება თუ არა ახალი საპროტესტო ტალღა თბილისის ქუჩებში - როგორ აფასებს ოპოზიცია ვაშაძის ინიციატივას

პროტესტი გარეთ თუ საქმე პარლამენტში? აგორდება თუ არა ახალი საპროტესტო ტალღა თბილისის ქუჩებში. 

გიორგი ვაშაძის ინიციატივას აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს.

პოლიტიკოსების აზრით, ახლა პირველი რიგის ამოცანა, მმართველი გუნდის წინააღმდეგ კომპლექსური წნეხის გაძლიერებაა. ისინი პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევენ სრულ მობილიზებას პარლამენტის სასესიო დარბაზში, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ როგორც კი კენჭისყრას მინიმუმ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრება, "ქართული ოცნება" მომენტით ისარგებლებს.

არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების ფონზე თვალსაჩნო არის, რომ საზოგადოება უკვე ზად არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, იქნება ეს არჩევნები, იქნება ეს ქუჩის პროტესტი თუ ასე შემდეგ. ჩვენ პოლიტიკოსებს, მათ შორის პარლამენტში, გვმართებს ეს პროცესები ვმართოთ და მივიყვანოთ იმ კონდინციამდე, როცა, ხალხის გამოსვლას და საზოგადოებრივ პროტესტს ექნება თავისი მნიშვნელობა". - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივას ოპოზიციის მეორე ნაწილი სკეპტიკურად უყურებს.

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდიას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ შემთვევაში ქუჩაში ისეთი საპროტესტო მუხტი იქნება, როგორც ეს რუსული კანონის შემთხვევაში იყო.

რუსულ კანონთან მიმართებაში საზოაგდეობის პროტესტი იყო ბუნებრივი და მარტივად გასაგები. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთულია, სასამართლოს რეფორმასთან და საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ხალხის დარწმუნება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპული მომავლისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე პოლიტიკოსების საზოგადეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია, მაგრამ არ მაქვს მოლოდნი, რომ ამას ისეთი საპროტეტსო აქცია მოჰყვება, როგორც რუსული კანონის შემთხვევაში. - ამბობს თეონა აქუბარდია. 

გიორგი ვაშაძე აქციებს აანონსებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ საზოგადოება პროტესტისთვის უნდა მოემზადოოს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ოცნება" ხელს აფარებს კლანს და ყველაფერს აკეთებს რომ საგამოძებო კომისია არ შეიქმნას, ამიტომ მიიჩნევს, რომ მხოლოდ პარლამენტში "ოცნებისთვის" დისკომფორტის შემქნა საკამარისი არ არის


 

მსგავსი სიახლეები