"უსაფუძვლო ბრალდებაა, დაასაბუთონ" - თავდაცვის მინისტრი რუსეთში კრიტიკული ელექტრონიკის გატანაზე

30.04.23 17:46
"უსაფუძვლო ბრალდებაა, დაასაბუთონ" - თავდაცვის მინისტრი რუსეთში კრიტიკული ელექტრონიკის გატანაზე

თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სანქციების კოორდინატორის სკანდალურ განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოდან რუსეთში ელექტრონული საქონლის ტრანზიტი მნიშვნელოვანადაა გაზრდილი. ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და სტრატეგიულ პარტნიორებს მტკიცებულებებს სთხოვს. 

ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი აბსოლუტურად არ ჰქონია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც მომავალში არ ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც იქნება გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ და დააზიანებს ჩევნს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ჩვენს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გასაგებია, რომ ჩვენ მეზობელი ქვეყანა ვართ და თეორიულად თუ ვინმემ თქვა, რომ შესაძლოა იყოს, ამას სჭირდება დასაბუთება. აქამდე რაც ყოფილა ბრალდება, ყველა ბრალდება იყო გაქარწყლებული და აბსურდული,  - ამბობს ბურჭულაძე. 

მსგავსი სიახლეები