ელექტრონიკა საქართველოდან რუსეთში - ნაცვლიშვილი "ოცნებას" განმარტებებს სთხოვს
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ს სანქციების კოორდინატორის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო არ არის. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ ისტერიკის ნაცვლად ბრალდებებს კონკრეტული პასუხიები უნდა გასცეს.
ნაცვლიშვილი "ოცნებას" მოუწოდებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა აღნიშნულ საკითხს წერტილი დაესვას.
როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით ჟღერდება ძალიან მძიმე და საფუძვლიანი ბრალდებები, ამ ბრალდებებს სჭირდება მთავრობის მხრიდან ადეკვატური, პასუხისმგებლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხები და ჩვენ ასეთ პასუხებს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ისტერიკას, როგორ ბედავენ, როგორ აბრალებენ საქართველოს?! ეს არის მთავრობის ჩავარდნის ბრალი, ამიტომ კეთილი ინებონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ ამ საკითხს დაესვას წერტილი, - ანა ნაცვლიშვილი.