"მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოდ არ კეთდება" - სამნიძე სანქციების კოორდინატორის ბრალდებებზე

01.05.23 13:22
"მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოდ არ კეთდება" - სამნიძე სანქციების კოორდინატორის ბრალდებებზე

"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ხელისუფლბას მოუწოდებს, აშშ-ს განცხადებებს მეტი ყურადღება მიაქციოს. საქმე ეხება ამერიკის სანქციების კოორდინატორის განცხადებას, რომელმაც საქათველოს ხელისუფლება რუსეთისთვის კრიტიკული ელექტრონიკის მიწოდებაში დაადანაშაულა. 

ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ უცხოელი პარტნმიორების მხრიდან მსგავსი განცახდებები უსაფუძვლო არ არის და თუკი "ოცნება" ქმედებებს არ შეცვლის, კონკრეტული პირების მიმართ სანქციები გარდაუვალი იქნება. 

უმნიშვნელოვანესია, ასეთი განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს, რადგან გამორიცხულია, რომ ასეთი განცხადებები კეთდებოდეს უსაფუძვლოდ და ბუნებრივია, ამ განცხადებებს თუ არ შეიცვლება ვითარება მოჰყვება კონკრეტული ქმედებები - ამბობს ხათუნა სამნიძე.