მოსახლეობის 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - NDI
მოსახლეობის 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, EU-ში გაწევრიანება მოსახლეობის 9%-ს არ უნდა.
კვლევამ აჩვენე, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია.
ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.
კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა. კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.