ოცნება: მოქალაქეები უფრო მდიდარ ქვეყანაში გარბიან

03.05.23 15:38
ოცნება:  მოქალაქეები უფრო მდიდარ ქვეყანაში გარბიან

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ საქართველოდან მოქალაქები გაუსაძლისი ყოფის გამო არ გარბიან. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამის მიზეზი ღია საზღვრებია, რომელიც მოსახლეობას უფრო მდიდარ ქვეყანაში გასვლის საშუალებას აძლევს. 

როდესაც საზღვრები არის ღია და ადამიანების გადაადგილება არის შეუზღუდავი, ბუნებრივია, რომ ადამიანები ცდილობენ, სადაც უფრო მდიდარია ქვეყანა და გამომდინარე აქედან, ეკონომიკური შესაძლებლობები მდიდარ ქვეყანაში უფრო მეტია, ბუნებრივი ლტოლვაა, რომ წავიდეს და იქ სცადოს ბედი.

მაგრამ არ უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის მხოლოდ იმის გამო, რომ აქ მდგომარეობა არის გაუსაძლისი და ცუდი. უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის იმ დონის, როგორიც დასავლეთ ქვეყნების, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოსი ყოველი მეექვსე 
მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. 

NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.