კომპრომისი სისუსტე არ არის, ყველამ თავისი ეგო გვერდზე უნდა გადადოს - ანა ბუჩუკური
გიორგი გახარიას შემდეგ, უკვე მისი თანაგუნდელები, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ საკუტარი ეგო გვერდზე გადადონ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ემსახურონ.
ანა ბუჩუკური ამბობს, რომ რომ კომპრომისი სისუსტე არ არის, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალია გადასარჩენი.
"პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ ერთი პარტიის გამარჯვება, დანარჩენების განადგურებას ნიშნავს. რატომღაც ითვლება, რომ კომპრომისი არის სისუსტე, სინამდვილეში ევროპული პოლიტიკა და დემოკრატია ზუსტად პოლიტიკური თვალსაზრისით კომპრომისების ხელოვნებაა და კომპრომისებს ნიშნავს, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ევროპული მომავალი არის ამ ქვეყნის გადასარჩენი, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავისი ეგო გვერდზე გადადოს და ვემსახუროთ ეროვნულ ინტერესებს ამ ქვეყნის, რომლის დეფიციტი არის ამ ქვეყანაში. მთავარი მიზანი უნდა იყოს, როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკურად განვითარდეთ, პოლიტიკური სტანდარტები ამ ქვეყანაში გაიზარდოს. ერთი მნიშვნელოვანი, რაც მინდა ასევე განვაცხადო არის ის, რომ სამწუხაროდ, საზოგადოებასა და პოლიტიკური სპექტრს შორის, საზოგადოება უფრო წინ წავიდა და პოლიტიკური სპექტრი ამ საზოგადოებას ვერ დაეწია" - ამბობს ანა ბუჩუკური.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება.
ექსპრემიერი მიმართვაში აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ჯერ კერპებს ქმნიან შემდეგ კი მათ იზიზღებენ. ამ კონტექტსში გახარია სააკაშვილს ახსენებს და ამბობს, რომ ის საავადმყოფოშია, ბიძინა ივანიშვილი კი დამალული