ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა - სახდეპი
აშშ-ის სახდეპის სპიკერი ვედანტ პატელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სახალხო დამცველის განცხადებებს - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და დარწმუნდეს, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს"- ამბობს სახდეპის წარმომადგენელი.