ღარიბაშვილმა ერდოანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა

18.05.23 10:33
ღარიბაშვილმა ერდოანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა მას პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა.

"პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა", - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართა. ერდოანს მხარი ამომრჩეველთა 49,51 პროცენტმა დაუჭირა,  ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,88 პროცენტი აქვს. შესაბამისად, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა, რომელიც 28 მაისს ჩატარდება.