ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის (EBF) 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯოზეფ ბორელმა თანხის გამოყოფის ინიციატივა უკვე წარადგინა. მან EU-ის წარმომადგენლებს სთხოვა, 3.5 მილიარდის დამატება ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის, რომელმაც უკრაინისთვის 4.6 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გამოყო.
ბორელის ინიციატივის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან თანხმობაა საჭირო.