რატომ არ აძლევს პრეზიდენტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას? - ღარიბაშვილი დუმს

18.05.23 11:15
რატომ არ აძლევს პრეზიდენტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას? - ღარიბაშვილი დუმს

პრემიერი ამ დრომდე დუმს, ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია არ განმარტავს, რატომ არ აძლევს პრეზიდენტს 31 მაისს სიტყვით გამოსვლის უფლებას ევროპარლამენტში.

ვიზიტი უკვე ჩანიშნულია, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს 27 აპრილს მიმართა, თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია. ოპოზიციაში უჩნდებათ განცდა, რომ პრეზიდენტის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლას უბრალოდ ბლოკავენ.