ყველაფერს დღეს ვიტყვი! - ნატო ჩხეიძე

18.05.23 12:57
 ყველაფერს დღეს ვიტყვი! - ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის მიზეზებზე მკაფიოდ საუბარს აანონსებს. 

როგორც ჩანს, (ჩვენი არგუმენტები) დაუჯერებელია, მაგრამ დაიჯერებენ, როცა უფრო მეტს გაიგებენ დღეს ყველაფერს ვიტყვი!", - თქვა ჩხეიძემ დღეს ჟურნალისტებთან. 

ამასთან, პარლამენტარმა გუშინ მომხდარ ფაქტს "არაორგანიზებულობის შედეგი" უწოდა. 

"არაორგანიზებულობის შედეგი იყოს ის გაუგებრობა, რაც მოხდა და მოხდა ნაწილობრივ, რადგან ჯერ კიდევ 2 ვაკანტური ადგილი არის თავისუფალი. იყო ვერსიები იმისი, რომ მოდიან მოლაპარაკებებზე და შესაძლებელია, რომ ჩვენიც გავიდეს. ვკითხე ლევან ბეჟაშვილის ჩვენი რომელია და მითხრა არ არის გადაწყვეტილი, კიბატონო არ არის გადაწყვეტილი, ეს ჩემთვის იყო პასუხი იმისა, რომ უბრალოდ გვარი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ რომელიღაც აძლევენ ხმას" - აცხადებდა ნატო ჩხეიძე.