ენმ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მაშველი რგოლი "ოცნებისთვის" - მიხეილ დაუშვილი

18.05.23 13:15
ენმ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მაშველი რგოლი "ოცნებისთვის" - მიხეილ დაუშვილი

 ენმ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მაშველი რგოლი "ქართული ოცნებისთვის" - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ოპოზიციის წევრების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის ფაქტს. 

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გუშინ საქართველოს ინტერესი დაზიანდა. 

რეალურად გუშინ ჩვენ, რაც ვნახეთ ეს იყო ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობა. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ითანამშრომლეს, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, მაშველი რგოლის როლში ქართული ოცნებისთვის და ფაქტობრივად შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაზიანდა, ქვეყნის ინტერესები დაზიანდა, ოცნების ძალაუფლება გამყარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო სისტემაში და ამაში ქართულ ოცნებას დაეხმარა ნაციონალური მოძრაობა" - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.