"ნუ ჩაეფლობით ოცნებასთან ერთად ჭაობში"- სააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის პარლამენტიდან გასვლას ითხოვენ

18.05.23 12:40
"ნუ ჩაეფლობით ოცნებასთან ერთად ჭაობში"-  სააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის პარლამენტიდან გასვლას ითხოვენ

ნაციონალურ მოძრაობაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის პარლამენტიდან გასვლას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ფრაქციაა ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ორგანოში დარჩენა ღალატის ტოლფასია.

სწორედ ეს ამოიკითხეს პარტიის წევრებმა მესამე პრეზიდენტის ბოლო განცხადებიდან, თუმცა ხაბეიშვილი უკან დახევას არ ჩქარობს, მეტიც, ახლა პარტია პარლამენტის ახალი ვიცე სპიკერის ასარჩევად ემზადება, რაც სააკაშვილის მხარდამჭერების შეფასებით, მესამე პრეზიდენტის გზავნილთან სრულ შეუსაბამობაში მოდის.

ნაციონალური მოძრაობის წევრი დარეჯან ცხვიტარია ამბოს, რომ "ქართული ოცნება" სრული ბნელეთია მთელი მსოფიოს თვალში და ჭაობში იფლობს "ნაციონალურ მოძრაობასაც".

მისი თქმით, ქართული ოცნებასთან გამარჯვება მხოლოდ მორალით შეიძლება:

"მთელი მსოფლიოს თვალში არის ბნელეთი ოცნება, თვითონაც და სხვებიც უნდა ჩაითრიოს და იზიდავს ნაციონალურ მოძრაობასაც. მე, ასე ვხედავ ამათ დამოვუწოდებ იმათ, რომ სიბინძურეს და ამორალურ ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი ეს ნიშნავს იმას, რომ შენც ამორალური ხარ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვიცე სპიკერად დანიშვნა, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ვინ უნდა მისცეს ხმა ვინ? გაბოროტებულმა, გაველურებულმა, ხელისუფლებაში მოსულმა მოღალატე ხელისუფლებამ. ნუ ჩაეფლობიან ოცნებასთან ერთად ჭაობში, ცოტა ღირსება შეინარჩუნონ, მორალით თუ მოუგებ ოცნებას რამეს, თორემ ამორალურები ისედაც არიან და ამორალურ გზას ნუ დაადგებიან" - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.