თუ 88 ხმაზე მეტი მიიღო "ოცნებამ", ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის პულტები აქვთ - გოცირიძე
აირჩევს თუ არა პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ ახალ არამოსამართლე წევრს? - რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კენჭისყრას ოპოზიცია არ დაესწრება და თუ "ოცნება" 88 ხმაზე მეტს მიიღებს, მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ხელში ვიღაცის პულტები აქვთ.
"ჩვენ არ დავესწრებით კენჭისყრას და ფაქტობრივად ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ თუკი 88 ხმაზე მეტი მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ეს იმას ნიშნავს, რომ აქვთ ვიღაცის პულტები და შესაძლებელია ეწეოდნენ მანიპულაციას. კარგი სცენარით ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, ბუნებრივია ოპოზიცია დაზიანდა, მაგრამ არანაკლებ დაზიანდა ქართული ოცნება და ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები და არაფერს არ ერიდებიან, მაგრამ, სასამართლო კლანი, რომ დაზიანდა ეს ფაქტია" - რომან გოცირიძე.
"ქართულ ოცნებას" ხმები არ ჰყოფნის და საინტერესოა, რა მოხდება დღევანდელ კენჭისყრაზე.
დღევანდელ კენჭისყრას ესწრებიან ხმების გაყიდვაში დადანაშაულებული დეპუტატებიც.
საინტერესოა, დღეს გამოიყენებენ თუ არა მწავნე ღილაკებს ნატო და როსტომ ჩხეიძეეები, ბაჩუქი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე.