5 დეპუტატს უსაფუძვლოდ ლანძღავენ, რადგან „ნაცმოძრაობის" ინტერესში არ არის რეკომენდაციის შესრულება - ვოლსკი
"ქართული ოცნება" იმ 5 დეპუტატს იცავს, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს ხმა მისცეს.
გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ 5 დეპუტატს უსაფუძვლოდ ლანძღავს, რადგან „ნაცმოძრაობის" ინტერესში არ არის რეკომენდაციის შესრულება.
იმ ადამიანების დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ვისაც ხმა მისცეს, ნიშნავს ლუსტრაციას, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის" მებრძოლ კოალიციას და ადამიანებმა თავისი ინტელექტით თუ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, როდესაც ასრულებ რეკომენდაციას და რეალურად გინდა, რომ შენს ქვეყანას კანდიდატის წოდება ჰქონდეს, რატომ შეიძლება უპირისპირდებოდეს იმ იდეას, რომელიც ხაბეიშვილს და კეზერაშვილს გააჩნიათ. ეს ერთადერთი მიზეზია ამის, რა სურათსაც ვხედავთ". - ამბობს ვოლსკი.
აირჩევს თუ არა პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ ახალ არამოსამართლე წევრს? "ქართულ ოცნებას" ხმები არ ჰყოფნის და საინტერესოა, რა მოხდება დღევანდელ კენჭისყრაზე.
დღევანდელ კენჭისყრას ესწრებიან ხმების გაყიდვაში დადანაშაულებული დეპუტატებიც.
საინტერესოა, დღეს გამოიყენებენ თუ არა მწავნე ღილაკებს ნატო და როსტომ ჩხეიძეეები, ბაჩუქი ქარდავა და ნიკა მაჭუტაძე.