"იუსტიციის საბჭოში ჩვენ მივიღეთ ახალი ხარებავა, ახალი ქადაგიძე, ახალი გზირიშვილი" - წიქარიშვილი

18.05.23 13:46
"იუსტიციის საბჭოში ჩვენ მივიღეთ ახალი ხარებავა, ახალი ქადაგიძე, ახალი გზირიშვილი" - წიქარიშვილი

ვის დაუჭირა მხარი ოპოზიციამ და ვინ მოახვედრეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოოში არამოსამრთლე წევრებად - ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სამივე კანდიდატი კლანის იდეებს დღემდე სრულად იზიარებს და მათი ოჯახური და პირადი კავშირები სასაამართლოზე გადის. 

სამიდან ერთი ზურაბ გურასპაშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი  მაღალჩინოსანი, რომლის ცოლიც თანამდებობას სააპელაციო სასამართლოში იკავებს. შესაბამისად, მესამე სექტორში უჩნდებათ კითხვა, როგორ შეუძლიაა გურასპაშვილს იყოს ნეიტრალური და არ დაეთანხმოს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც კლანი იღებს.

იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოში ახალი ხარებავა, ახალი ქადაგიძე და ახალი გზირიშვილი მიიღეს.

"კლანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭომ დაიკანონა უკვე მომდევნო 4 წლით, ვინაიდან ახლა უკვე კლანს აქვს 13 ხმა, რაც ყველაფრისთვის არის საკმარისი და მეორე უნდა ითქვას ის, რომ ეს მოხდა ოპოზიციის 5 წევრის წინასწარი შეთანხმებით, ვინაიდან გამორიცხულია, რომ მათ შემთხვევით მიეცათ ხმა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც იყვნენ ქართული ოცნების ფავორიტი. იუსტიციის საბჭოში ჩვენ მივიღეთ ახალი ხარებავა, ახალი ქადაგიძე, ახალი გზირიშვილი და შესაბამისად ვნახოთ ისინი, როგორ მოიქცევიან საბჭოში, თუმცა მე მგონია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ კლანის ყველა გადაწყვეტილებას" - ამბობს წიქარიშვილი.