არჩევანი შეიძლება დაგიდგეს, რუსული ფრენები თუ ფრენები ევროპაში - ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჩაფარიძე რუსეთთან ფრენების საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ავიაკომპანია "აზიმუტის", რომელმაც ჩვენს ქვეყანაში უნდა განახორციელოს ხვალიდან ფრენები, სამი მფლობელი უკრაინის მიერ არის დასანცირებული.
ჯაფარიძე ასევე საუბრობს მათი თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსულ ნაწილებზე, რომელიც, მისი თქმით, მილიონ "შარს" შექმნის, რადგან თვითმფრინავებმა შესაძლოა, სწორედ საქართველო გამოიყენონ ნაწილების გამოსაცვლელად და ამის გამო ჩვენ სანქცირებულთა შორის აღმოვჩნდეთ.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველო დადგეს არჩევანის წინაშე - რუსული ფრენები, თუ ფრენები ევროპაში.
"აზიმუტს სამი მფლობელი ჰყავს, სამივე არის სანქცირებული. უკრაინის მიერ არიან სანქცირებული, სეიძლება, დასავლეთის მერე, უკრაინის მიერ უკვე არიან სანქცირებული და უკრაინა ითხოვს მათ საერთაშორისო დასანქცირებას. ის თვითმფრინავები არის აწყობილი "სუხოის" მიერ "სუხოი" არის დასანქცირებული ამერიკის მიერ, ბრიტანეთის მიერაც, მათ შორის "სუხოის" მმართველი ვინც არის, ის რუსიც არის დასანქცირებული ა.შ. მაგის გარდა არსებობს კიდევ პრობლემები, ნაწილები არ აქვთ, საქართველოში დაჯდებიან არის ხვრელები, რომ აქ შეიძლება გამოიცვალონ ნაწილები, მილიონი შარი არის, რომელიც მაგას შეიძლება მოჰყვეს, რის გამოც ჩვენ შეიძლება მოვყვეთ სანქციებში. ალტერნატივა არჩევანი შეიძლება დაგიდგეს ასე, რომ რუსების შემოსვლა აქ და რუსული ფრენები თუ ფრენები ევროპაში" - ზურა ჯაფარიძე.