რუსეთს თავისი ინტერესი გააჩნია, მაგრამ სამაგიერო არაფერი მიუღია - ვოლსკი ფრენებზე

18.05.23 14:35
რუსეთს თავისი ინტერესი გააჩნია, მაგრამ სამაგიერო არაფერი მიუღია - ვოლსკი ფრენებზე

"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთს ფრენების სანაცვლოდ საგართველოსგან სამაგიერო არაფერი მიუღია.

მისი თქმით, ფრენების აკრძალვა და რუსეთის დასანქცირება, საქართველოს ძალიან დააზარალებს.

"რასაკვირველია, რუსეთს თავისი ინტერესი გააჩნია, რასაკვირველია ის თავისი ქმედებებით, თავისი ნაბიჯებით პოლიტიკურად უპირისპირდება ევროკავშირს, მაგრამ სამაგიერო არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიერო არის ასი ათასობით ჩვენი თანამემამულის ინტერესი, რომ არიქა, სამჯერ ოთხჯერ მეტი თანხა იმისათვის, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ. მეტი სხვა ინტერესი საქართველოს არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც გვიკიჟინებენ, რომ ეს ავკრძალოთ და გადავიდეთ სანქცირების რეჟიმში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო დაზარალდება, დაზარალდება ეკონომიკურად და ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმას, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც. აგრესიას ვგულისხმობ, შესაძლო აგრესიას, საზღვრების გადაკეტვას" - ამბობს გია ვოლსკი.

რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - ხვალ უკვე მოსკოვიდან განხორციელდება პირველი ოფიციალური ფრენა მოსკოვი- თბილისის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია "აზიმუტი" განახორციელებს.