საქართველოსგან ვითხოვთ, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი რუსეთთან - ანდრიუს კალინდრა
ლიეტუის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და შესაბამისად უნდა შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს.
"ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაწყვიტა ყველანაირი კავშირი რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, დიპლომატიური თუ სხვა სახის კავშირები. ეს არის ის, რასაც ვითხოვთ და ველოდებით ყველა ჩვენი პარტნიორისგან, მათ შორის საქართველოსგან"- ამბობს ელჩი.
რუსეთთან ფრენების დაწყებამდე ერთი დღე რჩება - ხვალ უკვე მოსკოვიდან განხორციელდება პირველი ოფიციალური ფრენა მოსკოვი- თბილისის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია "აზიმუტი" განახორციელებს.