პაპუაშვილი რომ დაიღლება მისი ჩანაცვლება სურს - დოლიძე ბეჟაშვილზე

18.05.23 14:27
პაპუაშვილი რომ დაიღლება მისი ჩანაცვლება სურს - დოლიძე ბეჟაშვილზე

 "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - პარტიის ერთი ნაწილისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლიათ ენმ-ს წევრებს ითანამშრომლონ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წამებაში არიან მხილებულები.

ბაჩო დოლიძის თქმით, პარტიაში ისეთი განუკითხაობაა, ისიც კი არ უკვირს, რომ რიგი დეპუტატები, რომ "კლანის წევრებს აძლევენ ხმას". 

მეტიც პოლიტიკოსის შეფასებით, "ახლა არსებული მდგომარეობით, პაპუაშვილი, რომ დაიღლება ლევან ბეჟაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს"

როდესაც პარტიაში და მენეჯმენტში არის განუკითხაობა, მერე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ რიგი დეპუტატები კლანს აძლევენ ხმას და რიგ დეპუტატებს მაშინ როდესაც პაპუაშვილი დაიღლება მისი ჩანაცვლება სურს აბა ახლა ვიცე სპიკერის თანამდებობა რას ნიშნავს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაფერი მიშამ უნდა უთხრას? მიშამ უნდა უკარნახოს, თავისი მორალი ხომ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს 24 საათი ლაპარაკობდნენ, რომ რა გაუკეთეს მიხეილ სააკაშვილს, სიკვდილამდე მიიყვანეს და ამ ადამიანებთან ერთად არ ვიცი ახლა, განაწილება თანამდებობების და ისევ სკამებზე ფიქრი მე ცოტა ამორალურად მიმაჩნია. პაპუაშვილი, რომ დაიღლება ლევან ბეჟაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს. სხვა მოცემულობა ხომ არ არის, ვერ დამაჯერებთ იმას, რომ ეს დემოკრატიის ეგიდით კეთდება" - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ცნობისთის, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.