წაგებული, გაბოროტებული ადამიანები - ბოტკოველი მელიას ფლანგს უპირისპირდება
"წაგებული გაბორეტებული" - ასე აფასებს ნიკა მელიას ფლანგს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი.
ბოტკოველის მტკიცებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის სტატუსი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და კავშირებისთვისთვის არის საჭირო.
ვინც გვაკრიტიკებს, რომლებიც ლევან ბეჟაშვილის აფრიალებდნენ, მინდა გითხრათ, რომ ფრთხილად იყავით იმათთან რამე, რომ არ მოეწონოთ თქვენ სარედაქციო პოლიტიკაში შეიძლება "POSTV"-თან ან "იმედის" ჟურნალისტთან გადაღებული ფოტოები დაგიდონ. ეს არის გაბოროტებული ადამიანების წაგებული გაბოროტებული ადამიანების პოზიციები მეტი არაფერი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად სჭირდება და ეს არის დამატებითი ბერკეტი, თუნდაც იმ ვიზიტებზე ჩვენს პარტნიორებთან, რომელ პარტნიორებთანაც დადის ქართული ოცნება და რას ლაპარაკობს იქ არავინ არე იცის და კი ვიცით რაც ხდება ქვეყანაში და რას საუბრობენ იქ" - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, ენმ-ს წევრმა, ბაჩო დოლიძემ ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის წარდგენა "ამორალურად შეაფასა". მეტიც მან, ბეჟაშვილა პაპუაშვილის "ჩამნაცვლებელი" უწოდა.