"გვეშინია, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლა კანდიდატის სტატუსის მიღებას დააზიანებს" - ირაკლი კობახიძე

18.05.23 15:14
"გვეშინია, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლა კანდიდატის სტატუსის მიღებას დააზიანებს" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის აღიარება - მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების ეშინია. 

კობახიძე ეჭვობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად გამოიყენებს. 

"ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც იყო დამაზიანებელი კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და შემდეგ სინამდვილეში არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ. ეს არის რა თქმა უნდა დამაზიანებელი განცხადებები.

უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი, ასეთი დამაზიანებელი განცხადებები გაკეთების დროს, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი.

პირველი, პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს, რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობასთან მყოფი პირი, ასე სპეკულირებს" - ირაკლი კობახიძე.