რატომ დებთ კენჭისყრას, კონსულტაცია უნდა გაიაროთ შიგნით უმრავლსეობამ? - სამდაშვილი კობახიძეს

18.05.23 15:39
რატომ დებთ კენჭისყრას, კონსულტაცია უნდა გაიაროთ შიგნით უმრავლსეობამ? - სამდაშვილი კობახიძეს

პარლამენტში კენჭისყრის გადადებას ოპოზიცია პროტესტით შეხვდა. მმართველი გუნდის ოპონენტები ირაკლი კობახიძის ინიციატივამ გააბრაზა.

"ლელოს" წევრმა სალომე სამდაშვილს გონივრული ეჭვი აქვს, რომ კენჭისყრის გადადება მმართველ გუნდს შიდა მოლაპარაკებებისთვის სჭირდება.

თქვენთის სასურველი კანდიდატურები დანიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ფარული კენჭისყრით ისარგებლეთ და მიაღწიეთ ფარულ შეთანხმებას. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი. დღეს რატომ დებთ ამ კენჭისყრას? კონსულტაცია უნდა გაიაროთ შიგნით უმრავლსეობამ"? - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე სამადაშვილმა.

დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა, შემდეგ 4 კანდიდატზე კონსულტაციები გავიაროთ - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა არცერთ კანდიდატს დღეს მხარი არ დაუჭირონ.