ამ ხელისუფლების პირობებში, ზურაბიშვილის ევროპარლამენტში კარგი გამოსვლა არაფერს გვაძლევს, რაშიც დამოუკიდებელია, იქ იმოქმედოს - ბოკერია
ის რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ბრიუსელში არ უშვებს ქვეყანას ძალიან ცუდად ახასიათებს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერიმა განაცხადა.
გიგა ბოკერია იქვე ამბობს, რომ ვიზიტის განხორციელებაში ძალაუფლება ივანიშვილს და მის გარემოცვას აქვს. პოლიტიკოსი ზურაბიშვილს ურჩევს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მისი ექსკლუზიური უფლებაა.
"თავი არ მოვიტყუოთ, ძალაუფლება აქ აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. სალომე ზურაბიშვილს ძალაუფლება არ აქვს და რა ძალაუფლებაც აქვს, იმ ძალაუფლების ფარგლებში რა ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია, იმ ნაბიჯებს არ დგამს.
თუ თქვენ მეკითხებით, მთავრობა თუ უშლის მის წასვლას ხელსამიტომ რა თქმა უნდა სირცხვილია, სამარცხვინო ამბავი და კიდევ ერთხელ ცუდად გვახასიათებს.
ჩვენ არ გვიშველის კარგი გამოსვლა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომც იყოს ევროპარლამენტში, ეგ არაფერს არ გვაძლევს სანამ ასეთი მთავრობა გვყავს და ზურაბიშვილს, რაც შეუძლია და რაშიც ის დამოკიდებული არ არის იქ შეუძლია იმოქმედოს თუ უნდა გვაჩვენოს მაგალითი" - გიგა ბოკერია.
მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების ეშინია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ინფორმაციით, მთავრობამ 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მიმართვა 27 აპრილს მიიღო, თუმცა ღარიბაშვილს ნებართვა ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია.