"ოცნებას" პრეზიდებტის მხრიდან ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრიტიკის გაჟღერების ეშინია - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებას პრეზიდებტის მხრიდან ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრიტიკის გაჟღერების ეშინია.
ხელისუფლებას კრიტიკის მინიმალური დოზისაც კი ეშინია, ყველა ის პირი, რომელიც იყო "ქართული ოცნების" ნაწილი და ოდნავ კრიტიკით გამოირჩეოდა, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ სხვები, ყველა მოკვეთა, განდევნა და სასტიკად გასწორების მცდელობა ჰქონდა, ვიღაცეებს გაუსწორდა კიდევაც წარმატებით ქართული ოცნება, ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება ჩახშოს და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სახიფათოდ უყურებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამ კრიტიკის გაჟღერებას" - ირაკლი კუპრაძე.
მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების ეშინია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ინფორმაციით, მთავრობამ 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მიმართვა 27 აპრილს მიიღო, თუმცა ღარიბაშვილს ნებართვა ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია.