ხაბეიშვილის გამარჯვება გადაულახავ ფსიქოლოგიურ ფაქტორად გადაექცათ - ბეჟაშვილი მელიას ფლანგზე

18.05.23 16:10
ხაბეიშვილის გამარჯვება გადაულახავ ფსიქოლოგიურ ფაქტორად გადაექცათ - ბეჟაშვილი მელიას ფლანგზე

რისთვის ჭირდება პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი? - ლევან ბეჟაშვილს ამბობს,  რომ ოპოზიციისა საპარლამენტო რესურსის სრულად გამოყენებას აპირებს და ბრალდებებს ყოფილ თავმჯდომარეს უყენებს.

ლევან ბეჟაშვილი მელიას ახსენებს, რომ როცა პარლამენტში შევიდნენ, მელიას ამ პოსტისთვის ბრძოლა უნდოდა, დღეს კი ყოფილი თავმჯდომარე ბეჟაშვილმა დაბოღმილად მოიხსენია.  

მგონი, ყველა ხვდება, რომ ამ თემის აჟიტირებას ახდენს ის მხარე, რომელიც არჩევნების გზით პარტიული თანამდებობის დაკარგვას ვერა და ვერ ეგუება, მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იგებს 52%-ით ეს ბევრისთვის გადაულახავ ფსიქოლოგიურ ფაქტორად გადაიქცა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ გამოიყენა შესაძლებლობა და ყველა ის რესურსი, რომელსაც რეგლამენტი იმსახურებდა შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. არის მოლოდინი, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება? მოლოდინი არ არის და ბუნებრივია, ჩვენ კიდევ მეორეჯერ, მესამეჯერ წარვადგენთ და არ მივცემთ საშუალებას ფორმალურად, რომ ეს კვოტა და ეს რესურსი სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოიყენოს, რომელიც ქართულ ოცნებასთან ლოიალური იქნება. მოხდება დამტკიცება? მოხდება და სხვისას არავის არ იტყვის ეს არის ოპოზიციის არის განკუთვნილი და ოპოზიციის სახელით გვექნება ჩვენ, როგორც საპარლამენტო გამოსვლებში, ასევე დელეგაციებში. კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ დამატებითი ტრიბუნა იქნეს გამოყენებული.

მახსოვს იგივე ამ ბატონის, ნიკა მელიას გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტში შემოვდიოდით და მათ შორის ამ პოზიციაზე იყო საუბარი. მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კვოტაც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა იმიტომ, რომ მათი მთავარი მიზანი არის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა და წუხილი სწორედ ეს არის" - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.