"ნაცი არ უნდა იყოს არც ვიცე-სპიკერი"- ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ამბობს, რომ მისი პოზიციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ უნდა იყოს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ლევან ბაჟაშვილის კანდიდატურაზე უმრავლესობაში კონსულტაციებს მაინც გაიმართება.
"ნაცი არ უნდა იყოს არც ვიცე-სპიკერი ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, თუმცა გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მათ შორის ნახსენები იყო, რომ მათ ვიცე-სპიკერის თანამდებობა სჭირდებათ საერთაშორისო არენაზე მითუმეტეს ამის გათვალისწინებით, დაუშვებელია ნაცის არჩევა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, ეს იქნებოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რატომ იმიტომ, რომ ნაც.მოძრაობა პირდაპირ ეწევა პროპაგანდას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მათ შორის კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. ასეთ პირობებში ნაცი ვიცე-სპიკერი იქნებოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს არის ჩემი პირადი პოზიცია" - ირაკლი კობახიძე.
ცნობისთის, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.