ყაჩაღობა ქუთაისში - ნიღბიანი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და სალაროდან თანხა გაიტაცა
ყაჩაღობა ქუთაისში - რამდენიმე წუთის წინ, ნიღბიანი მამაკაცი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოლარეს, სალაროდან თანხა წაიღო და მიიმალა.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
დამატებით დეტალებს "პირველები" ამ წუთებში არკვევს.