დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ენმ მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს
დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში? - "ნაციონალური მოძრაობა" მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს.
ლევან ბეჟაშვილი "პირველებს" უდასტურებს, რომ პარტია პასუხს "ვივა მედის" პალატიდან ელოდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს, ახალი არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია ჩვენ გვექნება კონსულტაციები, მათ შორის ადვოკატის მეშვეობით, ასევე სხვა პირების მეშვეობით, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენ სამომავლოდ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსგან, არც დეპუტატებს არც ევროპარლამენტარების შეშვება არ ხდება, ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია გვექნება კონსულტაციები მასთან რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა ჩვენ ციხის გარეთ და მიხეილ სააკაშვილმა ციხეში" - აცხადებს ბეჟაშვილი.