ენმ ხმების შემოკრებას შეეცდება, შეიძლება, სააკაშვილი პრემიერის კანდიდატადაც დაასახელონ - სალომე სამადაშვილი
"ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, მათ ინტერესებში შედის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრონ"- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ენმ ეცდება, ხმები შემოიკრიბოს და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატადაც კი დაასახელოს:
არ ვიცი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დაასახელონ იმიტომ, რომ ამით ისინი ეცდებიან, რომ შემოიკრიბონ ხმები. სააკაშვილის ფიგურა იწვევს ძალიან დიდ პოლარიზაციას ამიტომ, მან შეიძლება გააძლიეროს ნაციონალურ მოძრაობა, მაგრამ ასევე გააძლიერებს ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ გააძლიერებს პოლარიზაციას" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა" მესამე პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს.
ლევან ბეჟაშვილი "პირველებს" უდასტურებს, რომ პარტია პასუხს "ვივა მედის" პალატიდან ელოდება.