ვნანობ, აეროპორტების არსებობას რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო - სააკაშვილი

18.05.23 17:10
ვნანობ, აეროპორტების არსებობას რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთტან პირდაპირ ფრენებს ეხმაურებდა და წერს, რომ სწორედ რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო ძალიან ნანობს იმ აეროპორტის არსებობას, რომელიც თავად ააშენა.

სააკაშვილი საკნადქცეული პალატიდან მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ერთგულები დარჩნენ.

ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად.
ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.
უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო.
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ". - წერს სააკაშვილი.